ზელენსკიმ ამერიკას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტისთვის მადლობა გადაუხადა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის სახმედრო დახმარების პაკეტი გააძლიერებს ქვეყნის ცის უსაფრთხოებას და ყველა უკრაინელ ჯარისკაცს.
"დღეს შეერთებული შტატების თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტი გამოცხადდა, 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების რაკეტები [საზენიტო სარაკეტო სისტემებისთვის] Patriot-ებისა და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ჩვენი თავდაცვის გაძლიერება ადგილზე," - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის გამარჯვება რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში თავისუფლების გამარჯვება იქნება.
"გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო, მადლობა კონგრესის ორივე პარტიას და ყველა ამერიკელს, ვისაც სურს თავისუფლების გამარჯვება ისევე, როგორც უკრაინელებს," - თქვა ზელენსკიმ.
9 ივნისს პენტაგონმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 2.1 მილიარდი დოლარია.
პალეტო მოიცავს კრიტიკულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს და მათ საბრძოლო მასალას, ასევე 105 მმ და 203 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს.