.jpg)
პალესტინის აღიარებების ფონზე ისრაელის მთავრობაში დასავლეთ ნაპირის ანექსიას ითხოვენ
დასავლური სახელმწიფოების მხრიდან პალესტინის სახელმწიფოს აღიარებების ფონზე, ისრაელის სამთავრობო კოალიციის ულტრა-მემარჯვენე (და არამხოლოდ) წევრები სულ უფრო ხმამაღლა ითხოვენ მდინარე იორდანეს ოკუპირებული დასავლეთ ნაპირის (West Bank) ფორმალურ ანექსიას.