რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭო "ოსკაროსან" ფილმს უჩივის

რუსეთში გრძელდება ვნებათაღელვა "ოსკაროსანი" ფილმის, Mr. Nobody Against Putin-ის გარშემო.

ჩაშლილად: ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ფილმის შემქმნელების წინააღმდეგ საჩივარი დაწერეს.

  • ანტიპუტინისტური განწყობების ფილმის წინააღმდეგ საჩივარი შეაქვს უწყებას, რომელიც უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის ოფისს ექვემდებარება.

  • საჩივრის ავტორების აზრით, ფილმის შემქმნელებმა, მათ შორის სკოლის მასწავლებელმა, პაველ ტალანკინმა, რომელიც სურათის თანარეჟისორია, ბავშვთა უფლებები დაარღვიეს.

  • "ფილმში ნაჩვენებია შიდა სასკოლო შემოქმედების დეტალები, რომლებიც შემდგომში კომერციული მიზნით გამოიყენეს". - წერია საჩივარში.

  • საბჭომ საჩივრით "ოსკარის" საორგანიზაციო კომიტეტს, ასევე იუნესკოს მიმართეს.

წინარე ისტორია: ფილმის მთავარი გმირი, მასწავლებელი პაველ ტალანკინი სკოლაში მიმდინარე მოვლენებს კამერით იღებდა და გადაღებულ მასალას ამერიკელ რეჟისორს, დევიდ ბორენსტინს უგზავნიდა.

  • ტალანკინმა და ბორენსტინმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს. რეჟისორი რუსეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ დოკუმენტურ მასალას ეძებდა.

  • ორი წლის განმავლობაში ტალანკინი ბორენსტინს მალულად ვიდეოებს უგზავნიდა.

  • სურათი პროვინციული ქალაქის სკოლის მაგალითზე ასახავს იმ ცვლილებებს რუსულ განათლების სისტემაში, რომელიც ომის დაწყების შემდეგ სამთავრობო პროპაგანდის გაძლიერებას მოჰყვა.

  • 2024 ტალანკინმა რუსეთი დატოვა.

  • 2025 წელს ტალანკინისა და ბორენსტინის ფილმმა "ოსკარის" გარდა BAFTA-ს და სანდენსის ჯილდოები მიიღო.

სტრიქონებს შორის: "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიის გაშუქებისას, რუსეთზე გადაღებული ფილმი არ ახსენა არც ერთმა კრემლის მსხვილმა მედიამ.

  • კრემლის პროპაგანდისტის, თინა კანდელაკის მიერ გამოქვეყნებულ "ოსკარის" მაკრიტიკებელ პოსტში ასევე არ არის ნახსენები ტალანკინის სურათი.
  • მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურმა სახელმწიფომ ფილმთან მიმართებით ე.წ. სირაქლემის პოზა დაიკავა, ცალკეულმა კრიტიკოსებმა სურათი მიწასთან გაასწორეს, მას "არარეალური", "ყალბი" და "პირადი მოგებისთვის" გაკეთებული უწოდეს.
  • როგორც უგულებელყოფა, ისე კრიტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ფილმმა როგორც ხელისუფლება, ისე კრემლის პროპაგანდისტული მანქანა გააღიზიანა.

მსგავსი სიახლეები