ვლადიმირ პუტინის რეიტინგი 3 სხვადასხვა კვლევის თანახმად ეცემა

სამი სხვადასხვა კვლევის მონაცემების თანახმად, ვლადიმირ პუტინის რეიტინგი ვარდნას აგრძელებს.

არსებული ვითარება: აქამდე რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგის ვარდნის შესახებ  კვლევებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრი (ВЦОИМ) აქვეყნებდა.

  • ВЦОИМ-ის მონაცემების მიხედვით, პუტინის რეიტინგი მიყოლებით 7 კვირაა ეცემა.

  • ბოლო მონაცემით, პუტინის მმართველობას მხარს გამოკითხულთა 65.6% უჭერს, ხოლო პრეზიდენტისადმი ნდობის რეიტინგი 71%-მდე დაეცა.

  • მსგავსი ვარდნა პუტინს მხოლოდ ომის დაწყებამდე, 4 წლის წინ ჰქონდა.

  • აღსანიშნავია, რომ ВЦОИМ სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც კრემლის მიერ არის მართული. შესაბამისად პუტინის რეალური რეიტინგი კიდევ უფრო დაბალია.

ჩაშლილად: ВЦИОМ-ის შემდეგ პუტინის რეიტინგის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა "ლევადა-ცენტრმა".

  • კვლევის თანახმად, 2022 წლის შემოდგომის მობილიზაციის შემდეგ პირველად, პუტინის რეიტინგი 80%-ს ჩამოცდა. "ლევადა-ცენტრის" მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი 79%-ს შეადგენს.

  • გარდა ამისა, დაიკლო "ედინაია როსიას", პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის რეიტინგებმაც. გამოკითხულთა მხოლოდ 55%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
  • კრემლთან არსებული საზოგადოებრივი აზრის ფონდის (ФОМ) მონაცემებით, პუტინის მუშაობით კმაყოფილთა რაოდენობა 73%-ს შეადგენს. ერთი კვირის წინ ეს ციფრი 76-ს უდრიდა.

კონტექსტი: დამოუკიდებელ სოციოლოგებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის ხელისუფლების რეიტინგის ვარდნის მთავარი მიზეზებია გაჭიანურებული ომი, ეკონომიკური მდგომარეობა და სოციალურ ქსელების, მათ შორის Telegram-ის ბლოკირება.

მსგავსი სიახლეები