იერიშის წინსვლის ფონზე, ისლამისტები ბამაკოს ალყის დაწყების შესახებ აცხადებენ
მალის სამხედრო ხუნტის წინააღღმდეგ აჯანყებულმა ისლამისტებმა დედაქალაქ ბამაკოს წინააღმდეგ ნაწილობრივი ალყის დაწყების შესახებ განაცხადეს.
ვითარების არსი: განცხადებას წინ უძღოდა ისლამისტებისა (ისლამისა და მუსლიმების მხარდაჭერის ალიანსი - JNIM) და სეპარატისტულად განწყობილი ტუარაგების (ALF) უპრეცენტოდ მასშტაბური და კოორდინირებული იერიში.
- მალიდან გავრცელებული ცნობების მიხედვით, გასულ 48-საათში აჯანყებულთა ალიანსის წინსვლა გაგრძელდა - მალის არმიამ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარულმა ე.წ. აფრიკულმა კორპუსმა დაკარგეს პოზიციები როგორც ქვეყნის ჩრდილოეთში, ასევე დედაქალაქის ირგვლივ.
ჩაშლილად: JNIM-ის წარმომადგენელმა, რომლის მებრძოლებიც უკვე შენიშნეს დედაქალაქის გარეუბნებში განაცხადა, რომ ალყა დაუყოვნებლივ ამოქმედდებოდა და ქალაქში შესვლა ან გამოსვლა იკრძალებოდა.
- აჯანყებული გასული წლების შემოდგომიდან ცდილობდნენ სამხედრო ხუნტის მომარაგების გზების გადაკეტვას, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით ამჯერად ბევრად უფრო მასშტაბურ მცდელობასთან გვაქვს საქმე.
- ჯიჰადისტების დანაყოფებმა უკვე გადაკეტეს ბამაკოსთან დამაკავაშირებელი 3 მაგისტრალი, რომელიც ზღვა გასასვლელ არ მქოდე ქვეყანას სენეგალის და კოტ დ'ივუარის პორტებთან აკავშირებს.
დიდი სურათი: ანალიტიკოსების აზრით, აჯანყებულები ხუნტის დამხობას ისახავენ მიზნად - "ისინი (რედ. აჯანყებულები) ვა-ბანკზე მიდიან. ამ მასშტაბის წარსულში არაფერი გვინახვს, რეჟიმი ინტენსიური წნეხის ქვეშაა"- ამბობს დასავლეთ აფრიკის ექსპერტი, ჰენი ნსაიბია.
სიღრმისეულად: რუსეთის "აფრიკული კორპუსის" მარცხი - რა ხდება მალიში