საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ს ვიზის მისაღებად $15000-მდე გირაოს გადახდა მოუწევთ
18 მარტს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განსაზღვრა კიდევ 12 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებს ვიზის ასაღებად $5000-დან $15000-მდე გირაოს გადახდა მოუწევთ. ახალ სიაში საქართველოც მოხვდა.
ჩაშლილად: საუბარია B1 და B2 - ტურისტული და საქმიანი - კატეგორიის ვიზებზე.
- ახალი წესი მიმდინარე წლის 2 აპრილიდან ამოქმედდება.
- საქართველოს მოქალაქეებს $5000, $10000 ან $15000-ის გადახდა მოუწევთ, თანხის ზუსტი ოდენობა საკონსულოში გასაუბრების შემდეგ ხდება ცნობილი.
- თუ ვიზის მფლობელი იცავს სავიზო პირობებს და საქართველოში დროულად ბრუნდება, მას თანხა უბრუნდება.
- გირაო ბრუნდება ასევ იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურმა ვიზა საერთოდ არ გამოიყენა.
სტრიქონებს შორის: გირაო ერთ-ერთი ბერკეტია, რომლითაც აშშ უკანონო ემიგრაციას ებრძვის.
- სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 12 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, "მაღალი რისკის" ქვეყანაა.
- უწყებაში გადაწყვეტილებას გადასახადების გადამხდელების ეკონომიით ხსნიან: თითოეული უკანონო ემიგრანტის დეპორტაცია საშუალოდ $18000 ჯდება. გირაოების პროგრამის გაფართოება კი წელიწადში $800 მილიონამდე დაზოგვის საშუალებას იძლევა.
- საქართველოს გარდა, განახლებულ სიაში მოხვდნენ კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოტო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელის კუნძულები და ტუნისი.
- ამ დროისთვის ვიზისთვის გირაოს გადახდა 50 ქვეყნის მოქალაქეებს უწევთ.
- 50 ქვეყანაში არც ერთი საქართველოს მეზობელი არ არის შეყვანილი.