ფრიდრიხ მერცის თვითმფრინავი ვაშინგტონში რამდენიმე საათის წინ დაეშვა - ლიდერების შეხვედრა თბილისის დროით დაახლოებით 20 საათზე დაიწყება. კომენტატორების შეფასებით, გერმანელი კანცლერის ვიზიტის მთავარი მისია იქნება "შეინარჩუნოს ამერიკის ჩართულობა ევროპის უსაფრთხოებაში."
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ტრამპის გარემოცვის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს - საჯაროდ დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ განხორციელებული იერიშის შესახებ გასულ დღეებში უჩვეულო დუმილი შეინარჩუნა.
რუსული დელეგაციის მიერ უკრაინელებისთვის სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე გადაცემული დოკუმენტის ტექსტს ТАСС ავრცელებს. დღეს, სტამბოლში რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა, რომელიც დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.