
"ტრამპის ეფექტი" - რა უნდა ვიცოდეთ კანადის საპარლამენტო არჩევნებზე
წინასაარჩევნო პროცესის მსვლელობასა და მთავარი თემების განსაზღვრაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებზე მეტი გავლენა დონალდ ტრამპს ჰქონდა - ამერიკელი პრეზიდენტის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფები და საუბრები აშშ-ის 51-ე შტატად გადაქცევის შესახებ კამპანიის მთავარი თემები გახდა.