15:01 | 19 სექტემბერი, 2026
ამერიკამ და დანიამ მიაღწიეს შეთანხმებას გრენლანდიის უსაფრთხოების დაცვის შესახებ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დანიამ მიაღწიეს შეთანხმებას გრენლანდიის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით.
ვითარების არსი: ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში (Truth) წერს.
- "მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დანიის სამეფომ და გრენლანდიამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც კუნძულის უსაფრთხოებასა და ყველა სხვა საჭიროებაზე მუდმივ კონტროლს ანიჭებს შეერთებულ შტატებს"- წერს ტრამპი.
- მისი თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს ვაშინგტონის მიერ წარსულში წამოჭრილ ყველა პრობლემურ საკითხს და ამაში შტატები დამატებით ფულს არ გადაიხდიან.
ჩაშლილად: ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა დანიელი პრემიერ-მინისტრის ოფისი, სადაც განაცხადეს, რომ "დიდ შეთანხმებას" მხარეები ხელს მომდევნო კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მოაწერენ.
- მეტე ფრედირიქსენის კანცელარიაში დასძინეს, რომ შეთანხმება სასარგებლო იქნება როგორც ნატოსთვის, ასევე მთლიანად ევროპისთვის.
- "შეთანხმება ითვალისწინებს გრენლანდიის ინტერესებს და ჩვენს ადგილს საერთაშორისო თანამშრომლობაში. ეს სასარგებლო იქნება ყველა ჩვენგანისთვის"- განაცხადა კუნძულის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა.
დიდი სურათი: ტრამპის თქმით, აშშ გრენლანდიაში ახალ, დიდ სამხედრო ბაზას ააშენებს და ვაშინგტონს ექნება ვეტოს უფლება სხვა ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლობის განთავსებაზე.
- Fox News-ის წყაროს ცნობით, შეთანხმება იმოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ გრენლანდია ოდესმე დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდება.
კონტექსტი: გრენლანდიის შესყიდვასა თუ სხვა ფორმით მიღებაზე დონალდ ტრამპი თავის პირველ საპრეზიდენტო ვადაშიც საუბრობდა, თუმცა სწორედ მეორე ვადის დასაწყისში გავრცელებული განცხადებები გახდა მნიშვნელოვანი დაძაბულობის საფუძველი ამერიკასა და მის ევროპელ პარტნიორებს შორის.