ახალი ამბები

10:54 | 08 ივლისი, 2026 — აშშ

აშშ-მა ირანი დაბომბა, თეირანი კი ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ობიექტებს დაესხა თავს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტესთან კომერციულ გემებზე თავდასხმების საპასუხოდ ირანში 80-ზე მეტი სამიზნე დაბომბა. ირანმა კი, თავის მხრივ, ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებს შეუტია.

ვითარების არსი: CNN-ის ცნობით, აშშ-მა სამშაბათს ირანი დაბომბა და აღადგინა სანქციები ირანული ნავთობის გაყიდვაზე ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ.

  • აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკულმა ჯარებმა "განახორციელეს ძლიერი დარტყმების სერია ირანზე, რათა მისთვის მნიშვნელოვანი ზიანი მიეყენებინათ სავაჭრო გემებზე თავდასხმების საპასუხოდ, რომელთა ეკიპაჟებიც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები არიან და რომლებიც საერთაშორისო წყლებში გადაადგილდებიან."
  • "ირანის მიერ გამოვლენილი აგრესია იყო გაუმართლებელი, სახიფათო და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევა," - ხაზი გაუსვს სარდლობაში.

სრიქონებს შორის: ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, დაბომბეს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, სამეთაურო და კონტროლის ქსელები, სანაპირო რადარები, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების პოზიციები და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 60-ზე მეტი მცირე კატარღა სრუტეში და მის მახლობლად, რათა შესუსტდეს ირანის შესაძლებლობა, გააგრძელოს თავდასხმები.

  • სამშაბათს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ირანს გააუქმა ლიცენზია, რომელიც თეირანს ნავთობის მთელ მსოფლიოში გაყიდვის უფლებას აძლევდა.
  • ირანულ ნავთობზე სანქციების გაუქმება 21 აგვისტომდე უნდა ყოფილიყო ძალაში მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და თეირანმა გასულ თვეში ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
  • ოთხშაბათს ირანმა აშშ გააფრთხილა, რომ მის დარტყმებს "გამანადგურებელ პასუხს" გასცემდა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თეირანმა რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები 85 სამხედრო ობიექტის მიმართულებით გაუშვა, ბაჰრეინსა და ქუვეითში.

დიდი სურათი: 17 ივნისს აშშ-მა და ირანმა დისტანციურად მოაწერეს ხელი მემორანდუმს ომის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ.

  • ეს დოკუმენტი წარმოადგენს საფუძველს 60 დღის განმავლობაში საბოლოო შეთანხმების დეტალების შესამუშავებლად, რომელმაც ზავის პირობები უნდა განამტკიცოს. ირანი მკაცრად მოითხოვდა, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემებს გამოეყენებინათ ჩრდილოეთის მარშრუტი, რომელიც მის კონტროლქვეშაა.
  • ირანელმა სამხედროებმა შეუტიეს იმ გემებს, რომლებიც ომანის სანაპიროსთან, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ დაცული მარშრუტით გადაადგილდებოდნენ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე