დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

18:52 | 24 ნოემბერი, 2026 — რუსეთი

სერბეთის მოქალაქეობის მიღების წინ კადიროვის შვილმა გვარი შეიცვალა

გამოცემა "აგენსტვოს" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რამზან კადიროვის ვაჟმა, ალიმ სერბეთის მოქალაქეობის მიღების წინ გვარი ოფიციალურად შეიცვალა.

ვითარების არსი: იმავე მედიამ დაადგინა, რომ 2025 წელს ალიმ, 19 წლის ასაკში ჩეჩნეთის სამოქალაქო რეესტრში გვარი "მუსაევზე" შეიცვალა.

  • ალი კადიროვი ოფიციალურად ალი მუსაევი 2025 წლის 22 დეკემბერს გახდა. პროცედურა გროზნოს ცენტრალურმა სამოქალაქო რეესტრმა განახორციელა.
  • მომდევნო დღეს მან ახალი შიდა პასპორტი მიიღო, რაზეც რეესტრის გაჟონილი მონაცემები მიუთითებს.
  • ახალ პასპორტში კადიროვის ვაჟი მუსაევის გვარით არის ჩაწერილი, რასაც სახელმწიფო სერვისების ოფიციალური პორტალის მონაცემები ადასტურებს.
  • ალი კადიროვის/მუსაევის დაბადების მოწმობაში, რომელიც ასევე გაჟონილ მონაცემებშია, ნათქვამია, რომ მისი მამა რამზან კადიროვია, ხოლო დედა - მედნი კადიროვა.

ჩაშლილად: როგორც მედიამ გაარკვია, რომ 2025 წლის 10 ივლისს, გვარის შეცვლიდან 5 თვეში ალიმ სერბეთის მოქალაქეობა მიიღო.

  • რესპუბლიკის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სერბეთის პასპორტი მიიღო ალი მუსაევმა, რომელიც 2006 წლის 14 დეკემბერს კადიროვების საგვარეულო სოფელ ცენტაროიში დაიბადა.
  • მუსაევის გვარით კადიროვის ვაჟი საზღვარგარეთ 100-ზე მეტჯერ გაფრინდა, ძირითადად დუბაიში, ამისთვის ის კერძო თვითმფრინავებს იყენებდა.
  • მისი ფრენების წყალობით კორუფციასთან ბრძოლის ფონდის გამომძიებლებმა ასევე აღმოაჩინეს კადიროვების ოჯახის აქამდე უცნობი ბიზნეს-ჯეტი - Bombardier Global 6000 ბორტის ნომრით RA73604, რომელიც 2025 წლის აგვისტოში ევროპელი მფლობელისგან შეიძინეს.

კონტექსტი: ფრენებისთვის გვარ "მუსაევს" კადიროვის ოჯახის სხვა წევრებიც იყენებენ _ ქალიშვილები აიშატი, კარინა, ტაბარიკი, ხედი და ვაჟები ადამი, ახმატი და აბდულახი.

  • რამზან კადიროვის უფროსობით მესამე ვაჟი კი სრულიად სხვა სახელს ატარებს, ვიდრე იმას, რომლითაც საჯარო ცხოვრებას ეწევა.
  • ფრენებისას ის ორ პასპორტს იყენებს და ორივეში მოჰმადი ჰქვია, რაზეც სასაზღვრო სამსახურის მონაცემები მეტყველებს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე