მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

18:58 | 15 სექტემბერი, 2026 — აშშ

აშშ-მა პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა

აშშ-მა პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. ვაშინგტონის ეს ნაბიჯი რუსეთისა და ჩინეთის მიერ კოსმოსური სამხედრო პროგრამების გაფართოებას უკავშირდება.

გამოცემა Financial Times-მა აღნიშნული საკითხი ექსპერტებთან მიმოიხილა.

ვითარების არსი: ჟურნმალის მიხედვით, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მდივანმა მერილენდში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკვე გააჩნია ორბიტალური "კოსმოსის კონტროლის იარაღი", რომელსაც მოწინააღმდეგის მტრული ქმედებებისგან გაერთიანებული ძალების დაცვა შეუძლია.

  • მდივანმა უარი თქვა იარაღის ტიპისა და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების დაკონკრეტებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მკაფიო გზავნილი შეკავების სტრატეგიის ნაწილია.
  • "ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ კოსმოსში თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა. ეს სივრცე ამერიკის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი არენაა".

ჩაშლილად: მასალის თანახმად, განცხადება ემთხვევა ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობას, დააჩქაროს სარაკეტო თავდაცვის ფარის, ე.წ. "ოქროს გუმბათის" კოსმოსური კომპონენტების მშენებლობა.

  • მდივნის თქმით, უკვე არსებობს ფრენისთვის მზადმყოფი აპარატურა კოსმოსური ბაზირების გზაგადამჭრელებისთვის, რაც ამ სისტემის მთავარი ღერძი იქნება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: CSIS-ის ექსპერტი და CIA-ის ყოფილი ოფიცერი კლეიტონ სვოუპი მიიჩნევს, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების მდივნის გზავნილი ზედმეტად ბუნდოვანია რუსეთისა და ჩინეთის რეალური შეკავებისთვის, რადგან მოწინააღმდეგემ ზუსტად უნდა იცოდეს იარაღის დამანგრეველი ძალა და ის "წითელი ხაზი", რომლის გადაკვეთასაც დარტყმა მოჰყვება.

  • ექსპერტები შიშობენ, რომ აშშ-ის მხრიდან ორბიტალური იარაღის ოფიციალური დადასტურება შეუქცევად ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს; ჩინეთი და რუსეთი ამას საკუთარი ანტიკოსმოსური პროგრამების გასამართლებლად და შეიარაღების რბოლის დასაჩქარებლად გამოიყენებენ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე