21:14 | 05 სექტემბერი, 2026 — აშშ-სა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ
აშშ-მა საპასუხო დარტყმის სახით ირანის სამ ტანკერს შეუტია
საპასუხო დარტყმის სახით შეერთებული შტატების ფლოტმა სპარსეთის ყურეში 3 ირანულ ტანკერს შეუტია - 1 გემი "სრულიად განადგურებულია", ხოლო 2 "სამუდამოდ დაზიანებული."
ვითარების არსი: ამის შესახებ საუბარია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში - ვრცელდება დარტყმების ამსახველი კადრებიც.
- СENTCOM-ის ცნობით, დარტყმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც მათმა ავიამზიდმა და საესკადრო ნაღმოსანმა ირანის მიერ ნასროლ რაკეტებს აარიდა თავი.
ჩაშლილად: საპასუხო დარტყმების რეჟიმში, შეერთებული შტატებისა და ირანის ომი უკვე 6 თვეა მიმდინარეობს - ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, "ტანკერი ტანკერის წილ" ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ ტრამპის მიერ დამტკიცებული ტაქტიკაა.
- დარტყმებს წინ უძღოდა დონალდ ტრამპის გუშინდელი შეფასება, რომელმაც ირანთან მიმდინარე კონფლიქტს "წვრილმანები" უწოდა - იქამდე იყო ვიცე-პრეზიდენტ ვენსის განცხადება, რომ "აშშ-და ირანი ომის მდგომარეობაში არ იმყოფებიან,"
დიდი სურათი: Wall Street Journal-ის შეფასებით, ბოლო კვირებში ამერიკული ფლოტი უფრო წარმატებულია ირანული პორტების ბლოკირებაში, ვიდრე ირანის ჰორმუზის სრუტეში.
- ანალიტიკოსების ცნობით, ამერიკული ფლოტი ჰორმუზის სრუტეში უფრო მეტი ტანკერის გაყვანას ახერხებს.