16:42 | 09 ოქტომბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინის ომი
Axios: უიტკოფი და კუშნერი ახალ იდეებს ამზადებენ, თვის მიწურულს შესაძლოა მოსკოვში გაემგზავრონ
სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუსეთ-უკრაინის ომის დასარეგულირებლად ახალ ინიციატივებს ამზადებენ - გაიმართება შეხვედრა უკრაინელ და ევროპელ მაღალჩინოსნებთან.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს - უკრაინელ და ევროპელ კოლეგებთან შეხვედრა მაიამიში დღეს გაიმართება.
- ახალი ინიციატივების შესახებ კუშნერი და უიტკოფი უკვე ესაუბრნენ პრეზიდენტ ტრამპს - დისკუსიებში მონაწილეობდნენ ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, მაიკ ნიდჰემი.
- გეგმის მიხედვით კონსულტაციები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ჩაშლილად; წყაროს ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ დიპლომატიურ გარღვევას უახლოეს მომავალში, 3 ნოემბერს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდე მიაღწევენ.
- "ისინი ზამთრის მოახლოებაზე ღელავენ. მძიმე ზამთარი იქნება. ამერიკა ცდილობს შუამავლობას რათა შექმნას ერთიანი წინადადება"- ამბობს წყარო.
- განიხალება ნაწილობრივი ზავის იდეა, რომლის მიხედვითაც შეჩერდება დარტყმები ენერგეტიკულ ობიექტებსა და მარცვლეულის საზღვაო ექსპორტზე.
- უკრაინული მხარე თანახმაა წინადადებაზე, თუმცა კრემლი უკვე თვეებია უარს ამბობს ნებისმიერ ფორმატზე და საუბრობს კონფლიქტის ყოვლისმომცველი დარეგულირების აუცილებლობაზე.
- უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში ჩაერთვებიან პრეზიდენტის ოფისის უფროსი, კირილო ბუდანოვი, საგარეო დაზვერვის უფროსი, რუსტემ უმეროვი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავიდ არახამია და ზელენსკის დიპლომატიური მრჩეველი სერგეი კისლიცა.
- მიწვეულები არიან, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის და გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების გუნდების, ნატოსა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები.
დიდი სურათი: ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთ-უკრაინას შორის შუამავლობის პროცესი გასულ სექტემბერს განაახლა, როდესაც სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჯერ მოსკოვს და შემდეგ კიევს ეწვივნენ.
- Axios-ის წყაროს ცნობით, კუშნერი და უიტკოფი შესაძლოა ოქტომბრის მიწურულს კიდევ ერთხელ გაემგზავრონ მოსკოვში.