მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

13:51 | 16 სექტემბერი, 2026 — ბელარუსი

ბელარუსი 25 პატიმარს გაათავისუფლებს, სანაცვლოდ აშშ ორ კომპანიას სანქციებს მოუხსნის

აშშ ორ ბელარუსულ საწარმოს - კომპანია "ლაკოკრასკასა" და კონცერნ "ბელლესბუმპრომს" სანქციებს მოუხსნის.

ამის შესახებ მინსკში გამართული მოლაპარაკებების შედეგად დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბელარუსის საკითხებში, ჯონ კოულმა განაცხადა.

მის სიტყვებს ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დაახლოებული Telegram-არხი "პულ პერვოგო" ავრცელებს.

რა თქვა: "ბელარუსი "კეთილი ნების ჟესტის სახით" 25 პატიმარს გაათავისუფლებს". - განაცხადა კოულმა. ვის გაათავისუფლებენ კონკრეტულად, მას არ დაუკონკრეტებია.

  • კოულის თქმით, მინსკმა და ვაშინგტონმა განიხილეს "საერთაშორისო საკითხები, ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები და საერთო ინტერესის სფეროში შემავალი სხვა თემები".
  • ასევე შეათანხმეს ერთგვარი "შუალედური შეთანხმება". მხარეები "გააგრძელებენ მუშაობას დარჩენილი საკითხების მოსაგვარებლად".
  • "როდესაც ყველა საკითხი გადაიჭრება და ორივე მხარის მიერ შეთანხმდება, მოხდება პირთა დამატებითი გათავისუფლება და ბელარუსული კომპანიებისთვის სანქციების მოხსნა". - თქვა კოულმა.

კონტექსტი: ჯონ კოული მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოსალაპარაკებლად 15 სექტემბერს ჩავიდა.

  • მანამდე ის ვილნიუსში გაფრინდა, სადაც ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, კესტუტის ბუდრისს შეხვდა.
  • მათ ბელარუსში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მცდელობები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.
  • აგვისტოს ბოლოს კოული აცხადებდა, რომ აშშ-მა ბელარუსში უკვე მიაღწია 500 პატიმრის გათავისუფლებას, ხოლო კიდევ 200 ადამიანი ლუკაშენკოს შეწყალების განკარგულებებით გათავისუფლდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე