00:39 | 03 აპრილი, 2026
ბრიტანეთმა სიმდიდრით მეორე რუსი ოლიგარქი დაასანქცირა
ვლადიმირ პოტანინი - რუსეთის მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი და პუტინის გარემოცვის წევრი, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციების ქვეშ მოახვედრა.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცმებეის თანახმად, მისი კაპიტალი 13 მილიარდს შეადგენს.
დაწესებული სანქციების საფუძველზე, ვლადიმირ პოტანინს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება, ხოლო მისი აქტივები გაიყინება.
სავარაუდოა, რომ სანქცირებულთა რიგებში სხვა პირებსაც ვიხილავთ, რადგანაც ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ მხრივ დაცული "არავინ და არაფერია."