მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:28 | 27 აგვისტო, 2026 — რუსეთი

CIA-ის დირექტორმა რუსეთი გააფრთხილა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს თავს არ დაესხას - Politico

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რატკლიფმა მოსკოვში ვიზიტისას, შესაძლოა რუსეთი გააფრთხილა თავი შეიკავოს აშშ-ის ნატოელ მოკავშირეებზე თავდასხმისგან.

ვითარების არსი: 26 აგვისტოს, გამოცემა Politico ორ წყაროსა და ბრიტანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარი მიმდინარეობდა კონფლიქტის ესკალაციის დაუშვებლობაზე, კერძოდ, ესტონეთთან, ლატვიასთან და ლიეტუვასთან მიმართებით.

  • "მისი შეხვედრის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, იყო რუსეთის გაფრთხილება ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ კონფლიქტის ესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედების დაუშვებლობაზე," - აცხადებს გამოცემის თანამოსაუბრე.
  • The Wall Street Journal-ის წყაროების ცნობით, ვიზიტის მიზანი იყო რუსეთისთვის გაფრთხილების მიცემა ნატოს ქვეყნებზე თავდასხმის დაუშვებლობის შესახებ.

სტრიქონებს შორის: რადიოინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის მხრივ უარყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ რატკლიფი მოსკოვში გაემგზავრა, რათა დაერწმუნებინა პუტინი, არ თავს არ დასხმოდა ნატოს.

  • ტრამპმა ვიზიტს "ნახევრად რუტინული" უწოდა და აცხადებს, რომ მიზანი ომის დასრულებაა.  
  • Politico-ს ცნობით, რატკლიფმა წინასწარ დაუანონსებელი ვიზიტი გამოიყენა, რათა ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე ირანისთვის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის შემცირების მიზნით.

დიდი სურათი: ფრენების თვალთვალის სისტემების საჯარო მონაცემებით, სამხედრო თვითმფრინავი C-17, რომლითაც რატკლიფი მოსკოვში ჩავიდა, იქ ლატვიიდან გაფრინდა. ესტონეთისა და ლიეტუვის საელჩოების წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. ლატვიის საელჩოს წარმომადგენლებს კომენტარის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუციათ.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე