26 დეკემბერს დონბასში უკანონო რუსულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ხუთჯერ დაარღვიეს, ერთხელკი მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღება გამოიყენეს.
ამის შესახებ გაერთიანებული ძალების შტაბი წერს.
"სამხრეთის მიმართულებით - პესოკში, ნოვოლუგანსკსა და შუმოვში ოკუპანტებმა ნაღმტყორცნებით ცეცხლი გახსნეს. ტალაკოვკას მახლობლად, მტერმა გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის დახმარებითაც ВОГ-17-ები გაისროლეს."
უკრაინულმა მხარემ საპასუხო ცეცხლი გახსნა და მოწინააღმდეგე აიძულა სროლა შეეწყვიტათ.
თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა უკრაინელი სამხედრო, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.