16:01 | 05 ივნისი, 2026 — ევროკავშირი
EU საქართველოსთან 11 ივნისს სავიზო დიალოგს გამართავს - იოზვიაკი
11 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან სავიზო დიალოგს გამართავს - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.
რას შეეხება შეხვედრა: როგორც იოზვიაკი წერს, 11 ივნის შეხვედრაზე განიხილავენ "ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხს."
"შემდეგ კვირას, 11 ივნისს, ევროკავშირი საქართველოსთან სავიზო დიალოგს გამართავს. ეს იქნება მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელზეც ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერების საკითხს განიხილავენ. ევროკომისია ყოველწლიურ სავიზო ანგარიშს დეკემბერში წარადგენს, ხოლო იანვარში წევრმა ქვეყნებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ." - წერს რიკარდ იოზვიაკი.