20:13 | 03 აპრილი, 2026 — აშშ
ჰეგსეთის თქმით, ზავზე უარის შემთხვევაში ომის გაგრძელების ფასს რუსეთი გადაიხდის
ამერიკის შეერთებული შტატების ომის (ყოფილი თავდაცვის) მდივნის თქმით, ზავზე უარის შემთხვევაში ომის გაგრძელების საფასურის გადახდა სწორედ რუსეთს მოუწევს.
ვითარების არსი: ამის შესახებ პიტ ჰეგსეთმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე თავის მისალალმებელ სიტყვაში განაცხადა.
- ჰეგსეთის თქმით, ვაშინგტონი და მოკავშირეები მზად არიან გაზარდონ წნეხი რუსეთზე რათა დააჩქარონ ომის დასრულება.
- "თუ კი ჩვენ მოგვიწევს ასეთი ნაბიჯის გადადგმა, ომის სამინისტრო მზად არის შეიტანოს თავისი წვლილი, რამდენადაც ამის გაკეთება მხოლოდ შეერთებულ შტატებს ძალუძს"- განაცხადა ჰეგსეთმა.
კონტექსტი: ამავე გამოსვლაში ჰეგსეთმა ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა მაქსიმალურად გააქტიურდნენ PURL-ის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ევროპელი პარტნიორები უკრაინისთვის ამერიკელ შეიარაღებას ყიდულობენ.
- "ჩვენი მოკავშირეები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების სინონიმია. ამიტომაც შესანიშნავი დროა, ნატოს თითოეულმა წევრმა თავისი სიტყვები მოქმედებებში ასახოს და გაზარდოს ინვესტირება PURL-ის ფარგლებში"- განაცხადა ჰეგსეთმა.
- აშშ-ს ომის მინისტრის თქმით, ნატოელი პარტნიორების მხრიდან უკრაინის შეიარაღების კუთხით ახალი ვალდებულებები "წარმოუდგენლად ძლიერი" სიგნალი იქნებოდა მთელი მსოფლიოსთვის.