ახალი ამბები

11:43 | 10 ივლისი, 2026 — ისრაელი

ისრაელმა აშშ-ს ტრამპის მკვლელობის ირანული გეგმა გაუზიარა - WSJ

ისრაელმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი სადაზვერვო მონაცემები მიაწოდა, რომლის თანახმადაც, ირანი დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავს.

ვითარების არსი: The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი წლებია ღიად აცხადებს, რომ ტრამპზე შურისძიება სურს "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" ერთ-ერთი უმაღლესი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო, რომელიც ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მოკლეს.

  • WSJ წერს, რომ ვაშინგტონში ისრაელის საელჩომ ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, ხოლო ირანის წარმომადგენლობამ გაეროში ჟურნალისტების მოთხოვნას საერთოდ არ უპასუხა.

სტრიქონებს შორის: თეთრ სახლში ამ ინფორმაციის კომენტირებისას ჟურნალისტებს ტრამპის მიერ თურქეთში ნათქვამი სიტყვები შეახსენეს. ოთხშაბათს, ანკარაში მედიასთან საუბრისას, აშშ-ის ლიდერმა სწორედ ამ მუქარებზე გაამახვილა ყურადღება.

  • "მათ სურთ აშშ-ის ლიდერის - ჩემი - ლიკვიდაცია... მე მათ ყველა სიაში ვარ. დღეს დილით ვნახე, რომ მათ ნებისმიერ სიაში ფიგურირებს ჩემი სახელი. ვფიქრობ, ჯერჯერობით ცოტათი მიმართლებდა, თუმცა ეს შესაძლოა დიდხანს არ გაგრძელდეს." - თქვა ტრამპმა

დიდი სურათი: გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვაზე, ცერემონიის მონაწილეები ტრამპის მოკვლას ითხოვდნენ და გაშალეს ბანერი წარწერით: "ჩვენ მოვკლავთ ტრამპს."

  • 2026 წლის მაისში თეთრი სახლის წარმომადგენელმა, სებასტიან გორკამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს წერილი დაუტოვა იმ შემთხვევისთვის, თუ მას "რამე დაემართებოდა."
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე