10:53 | 02 აპრილი, 2026
კამერუნში ალჟირელი ჟურნალისტები დაჭრეს
კამერუნის ქალაქ დუალაში სამი ალჟირელი ჟურნალისტი ძარცვის მცდელობისას დაჭრეს.
ალჟირის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, ჟურნალისტები აფრიკის ერთა თასს აშუქებდნენ. მათ მძარცველებმა ტელეფონები და პასპორტები წაართვეს.
ჟურნალისტებმა მცირე დაზიანებაც მიიღეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საგამოძიებო უწყებებს დამნაშავეების დაკავების შესახებ ცნობები არ გაუვრცელებიათ.
ჟურნალისტებს სოლიდარობა ალჟირის ნაკრების ფეხბურთელებმა გამოუცხადეს.