ახალი ამბები

17:00 | 24 იანვარი, 2022 — კამერუნი

კამერუნში ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

 

კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში, ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს მინიმუმ 16 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია მინიმუმ 8 ადამიანი.

ცეცხლი ფეიერვერკის გაშვებამ გააჩინა. 

სამაშველო სამსახურები შენობაში მყოფი ადამიანების ძებნას აგრძელებენ და მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

საავადმყოფოსთან, სადაც დაშავებულები გადაიყვანეს, მათი ასობით ნათესავია შეკრებული.

 

 

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე