მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:22 | 14 სექტემბერი, 2026 — კანადა

კანადა უკრაინისთვის გამოყოფილ €90-მილიარდიან სესხს შეუერთდება - FT

კანადა მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის მხარდაჭერაზე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ცდილობს გააძლიეროს ტრანსატლანტიკური კავშირები, რათა შეამციროს თავისი ქვეყნის დამოკიდებულება აშშ-ზე.

ვითარების არსი: Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ორივე მხარე იმედოვნებს ოქტომბრის ბოლოს მონრეალის სამიტამდე შეთანხმდნენ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხში კანადის წვლილზე.

  • წყაროები აღნიშნავენ, რომ კარნი ცდილობდა შეექმნა იმ ლიბერალური სახელმწიფოების ალიანსი, რომლებიც მულტიპოლარულ წესრიგს უჭერენ მხარს.
  • ამ ეტაპზე ბრიტანეთი ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ სესხის გაცემაში.
  • "მადლობელი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც კანადა უკრაინას უწევს და მზად ვართ ერთად კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ," - აღნიშნა ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.

სტრიქონებს შორის: ამ კვირაში კარნი ევროპაში მიემგზავრება, სადაც სტრასბურგში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება.

  • ამის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ ის ლივერპულში გაფრინდება ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან, ენდი ბერნემთან შესახვედრად.
  • "ევროკავშირი ცდილობს კანადასთან რაც შეიძლება მჭიდრო ურთიერთობას და სწორედ ამაზე ვმუშაობთ," - ხაზი გაუსვა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.

დიდი სურათი: ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა თანხმობა განაცხადეს 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების ამერიკული საჰაერო თავდაცვის რაკეტების შესყიდვაზე, საერთო ღირებულებით 3.2 მილიარდი ევრო.

  • გარდა ამისა, ევროკავშირში აღნიშნეს, რომ 90 მილიარდი ევროს დახმარება 2026–2027 წლებში უკრაინის საჭიროებების მხოლოდ ორ მესამედს დაფარავს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე