ყაზახეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე შვიდი რეგისტრირებული პარტიიდან ექვსმა ბარიერი გადალახა. ყველაზე მეტი მანდატი მმართველმა პარტია "ამანატმა" მოიპოვა (ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პარტია "ნურ ოტან"), რომელმაც ხმების 53.90% მიიღო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებით, მეორე ადგილზე პარტია "აუილი" გავიდა ხმების 10.90%-ით, მესამეზე კი "რესპუბლიკა" - 8.59%.
გარდა ამისა, ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახეს პარტია "აკ ჟოლმა" - 8,41%, ყაზახეთის სახალხო პარტიამ - 6.80% და ოპოზიციურმა ეროვნულ სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ - 5.20%.
ყაზახეთის მეჯლისში 98 დეპუტატია. 69 პარლამენტარი პროპორციული სისტემით აირჩევა, 29 კი - მაჟორიტარულით.
არჩევნებმადე მეჯლისში სამი პრო-სახელისუფლებო პარტია იყო წარმოდგენილი.
პირველად თითქმის 20 წლის განმავლობაში, არჩევნებში მონაწილეობა ოპოზიციონერებმა დამოუკიდებელ კანდიდატებად მიიღეს. ახლახან დარეგისტრირებულმა პარტია "ბაიტაქმა" ბარიერი ვერ გადალახა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა იანვარში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რაც მის მიერ დაწყებული მოდერნიზაციის პროცესის ნაწილია.