სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკელი პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი, მარკო რუბიო სტამბოლში რუსეთისა და უკრაინული დელეგაციების შესაძლო შეხვედრას დაესწრება.
State Of Play: ამის შესახებ ერ-რიდში ვიზიტით მყოფმა დონალდ ტრამპმა განაცხადა - სწორედ რუბიო უხელმძღვანელებს ამერიკულ დელეგაციას, რომლებიც მათივე არ ჩაერთვებიან უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესში და მიზანი პროცესზე დაკვირვებაა.
- ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ 15 მაისს სტამბოლში გასამართ სავარაუდო შეხვედრას დაესწრებიან ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, კიტ კელოგი და სტივ უიტკოფი.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, "საკმაოდ კარგი შედეგის იმედი აქვს" - გასულ დღეებში ამერიკელმა პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ თვითონაც ჩავა სტამბოლში.
- გენერალ კელოგის თქმით, ამერიკელი პრეზიდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეწვევა თურქეთს, თუ კი იქ ვლადიმირ პუტინი იქნება.
Big Picture: ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა ვლადიმირ პუტინი უკრაინელი პრეზიდენტის წინადადებას შეხვედრის შესახებ - ჯერჯერობით საკითხზე კრემლის ოფიციალური კომენტარი არ გავრცელებულა. რუსულ მედიაში გამოჟინილი ცნობების მიხედვით, პუტინის გამგზავრება სტამბოლში ნაკლებად მოსალოდნელია.
- ჯერჯერობით უცნობია რუსული დელეგაციის შემადგენლობაც - დმიტრი პესკოვის თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ვლადიმირ პუტინი მიიღებს და დელეგაციის შემადგენლობა "თავის დროზე" გახდება ცნობილი.
- Washington Post კრემლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის მრჩეველი, სერგეი ლავროვი და იური უშაკოვი უხელმძღვანელებენ.
Сontext: ე.წ. სტამბოლის ტრეკის განახლების იდეით ვლადიმირ პუტინი მას შემდეგ გამოვიდა, რაც უარი თქვა უკრაინისა და დასავლელი პარტნიორების მიერ მოთხოვნით 30-დღიან უპირობო ზავზე.
- ჩვენ განწყობილები ვართ სერიოზული მოლაპარაკებებისთვის, რომელთა მიზანიც კონფლიქტის პირველადი მიზეზების მოგვარება იქნება, რომლის მიზანიც იქნება გრძელვადიანი, მყარი მშვიდობის ისტორიულ პერსეპექტივაზე გასვლა"- განაცხადა პუტინმა.
- რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლას მალევე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც განაცხადა, რომ მიესალმება პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყებას და მზად არის პირადადაც შეხვდეს პუტინს, თუმცა ხაზი გაუსვა მოლაპარაკებები ვერ დაიწყებოდა ზავის გარეშე.
- პუტინის წინანადებაზე დათანხმებისკენ მოუწოდა უკრაინას ტრამპმაც - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის შემდეგ გასაგები იქნება, არის თუ არა შესაძლებელი საერთოდ შეთანხმება, რის შემდეგაც ბრიუსელი და ვაშინგტონი შეთანხმებულად იმოქმედებენ.
- ევროპელი ლიდერები თავდაპირველად 30-დღიან ზავს ითხოვდნენ და ამერიკელი პრეზიდენტის მოწოდება აშკარად ეწინააღმდეგებოდა, მანამდე დასავლელ მოკავშირეებს შორის მიღწეულ თანხმობას.