მექსიკის პრეზიდენტს, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. ამის შესახებ ის საკუთარი ტვიტერის გვერდზე წერს.
"მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი სიმპტომები მაქვს, იზოლაციაში დავრჩები და შეხვედრებს დისტანციურად ჩავატარებ." - წერს მექსიკის პრეზიდენტი.
ლოპეს ობრადორმა ვირუსი 2021 წლის დასაწყისში უკვე გადაიტანა.
მექსიკაში კორონავირუსის ახალი ტალღაა - წინა კვირასთან შედარებით ინფიცირების შემთხვევები 186%-ით გაიზარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსმა 300 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
ქვეყნის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მცირე სიმპტომების შემთხვევაშიც კი სახლში დარჩნენ და დაიტესტონ.