მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:14 | 25 აგვისტო, 2026 — რუსეთი

მობილიზაციის შიშით რუსები საქართველოში უძრავ ქონებას აქტიურად ეძებენ - IStories

რუსეთში მოსალოდნელი მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, საქართველოსა და სომხეთში საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება.

ვითარების არსი: გამოცემა Важные истории-ს ცნობით, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის თბილისსა და ერევანში ბინების გრძელვადიან იჯარაზე მოთხოვნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20-30%-ით გაიზარდა.

  • გამოცემასთან საუბარში საცხოვრებლის ძიების ერთ-ერთი უდიდესი ჩატის ადმინისტრატორი აცხადებს, რომ თბილისში ბინების იჯარაზე მოთხოვნის ზრდა ივლისის ბოლოდან დაიწყო. მისი თქმით, ზრდაზე გავლენას ახდენს სეზონური ფაქტორებიც - შვებულებებისა პერიოდი, ასევე ახალი სასწავლო წლის მოახლოება.
  • ვლადიმირის რუსი კლიენტების უმეტესობა უკვე დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს ან ქვეყანაში სხვა ქვეყნებიდან ბრუნდება. ამასთან, ზოგიერთმა მოიჯარემ აღნიშნა, რომ ბინის ძებნა მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ცნობების გამო გადაწყვიტა.
  • ამ ყველა ფაქტორმა ერთობლიობაში თბილისში ბინებზე მოთხოვნის 20-30%-იანი მატება გამოიწვია.
  • "[ახლა] მოთხოვნა სულაც არ არის ისეთი, როგორიც მობილიზაციის დროს იყო. სიტუაცია შეიძლება შევდაროთ ომის პირველ თვეებს, [როდესაც რუსები მასობრივად მიდიოდნენ საქართველოში. ბინის პოვნა] ახლა უფრო რთულია, რადგან აქ უკვე ბევრი ექსპატი ცხოვრობს. ბაზარი მოთხოვნას აქტიური მშენებლობების გათვალისწინებითაც კი ვერ აკმაყოფილებს," - განაცხადა ვლადიმირმა.

სტრიქონებს შორის: გრძელვადიანი იჯარის გარდა, თბილისში რუსებმა უფრო აქტიურად დაიწყეს 1-დან 3 თვემდე ვადით ბინების ძებნა - ამ დროს რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები ჩატარდება, რის შემდეგაც ბევრი მობილიზაციის დაწყებას ელის.

  • საცხოვრებლის სხვა მაძიებლები, პირქით, გრძელვადიან ვარიანტებს ეძებენ, რათა თავიდან აიცილონ ფასების მომატება, თუ მობილიზაციას მაინც გამოაცხადებენ.
  • Важные истории წერს, რომ აგვისტოს შუა რიცხვებისთვის თბილისში საცხოვრებლის კვადრატული მეტრის იჯარის საშუალო ფასმა დაახლოებით 12.3 დოლარი შეადგინა.
  • ეს 2.1 დოლარით ძვირია, ვიდრე გასული წლის ივლისსა და აგვისტოში.

დიდი სურათი: ერევანში ბინების იჯარაზე მოთხოვნის ზრდა ასევე 25-35%-ია. უძრავი ქონების სააგენტო, რომელშიც გამოცემის რეპონდენტი მუშაობს, ყოველდღიურად ბინის პოვნის თხოვნით ოთხიდან ექვს ახალ განაცხადს იღებს.

  • ერევანში ბინებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ასევე გამოიწვია ფასების ზრდა, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ ისედაც გაიზარდა.
  • "სომხეთში 2022 წლამდე გრძელვადიანი საცხოვრებლის ჩამოყალიბებული ბაზარი არ არსებობდა. ამიტომ რუსების მასობრივი გადასვლის შემდეგაც კი ფასები ადგილობრივი სტანდარტებით მაღალი დარჩა," - განმარტა რიელტორმა.
  • ერევნის მცხოვრებლებს, რომლებიც სომხეთში დიდი ხნის წინ გადავიდნენ, ბინის ქირავნობის ხელშეკრულების ხელახლა დადება ურჩიეს, რათა მობილიზაციის შემთხვევაში ფასების გადახედვა თავიდან აიცილონ.

კონტექსტი: გამოცემის მიერ შესწავლილი საბაჟო მონაცემები ემიგრაციის ახალ სრულმასშტაბიან ტალღას არ ადასტურებს.

  • მაგალითად, აგვისტოს 20 დღეში საქართველოში სახმელეთო საზღვრით მხოლოდ 35.9 ათასი მსუბუქი ავტომობილი შევიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე ნაკლებია.
  • მეორე მხრივ, ФСБ-ს მონაცემებით, II კვარტალში გაიზარდა რუსების სომხეთში (334.8 ათასი, +17%), საქართველოსა (398.2 ათასი, +3%) და სერბეთში (50.3 ათასი, +17%) შესვლის მაჩვენებელი.
  • თუმცა, დემოგრაფების განმარტებით, ეს აუცილებლად ემიგრაციას არ ნიშნავს, რადგან რუსები ამ ქვეყნებს ხშირად ტურიზმის ან ტრანზიტის მიზნით სტუმრობენ.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე