დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:43 | 13 ნოემბერი, 2026 — რუსეთი

მოსკოვში იანუკოვიჩის მთავრობის მაღალჩინოსნის მანქანა ააფეთქეს

მოსკოვში აფეთქება მოხდა. მედიის ინფორმაციით აფეთქებული მანქანა უკრაინის ყოფილი პრემიერის, ნიკოლაი აზაროვის პრესსპიკერს, სერგეი ზავოროტნის ეკუთვნოდა.

ვითარების არსი: 
მანქანა მოძრაობისას აფეთქდა, მან კიროვოგრადის ქუჩაზე დაახლოებით 200 მეტრის გავლა მოასწრო.

  • გამოცემა Shot-ის ცნობით, ზავოროტნიმ გულისა და ზურგის ჭრილობები, ასევე ფეხების მძიმე დაზიანება მიიღო.
  • წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა შესაძლოა მძღოლის სავარძლის ქვეშ ყოფილიყო დამონტაჟებული.

კონტექსტი: 2004 წლამდე ზავოროტნი რუსეთის სახელმწიფო დუმაში მუშაობდა. 

  • რის შემდეგაც უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის, პრორუსი ნიკოლაი აზაროვის პრესსპიკერი იყო.
  • აზაროვი უკრაინის მთავრობას პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დროს, 2010–2014 წლებში ხელმძღვანელობდა.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე