13:07 | 09 ნოემბერი, 2026 — აშშ
Nvidia-ს შეფს, ჯენსენ ჰუანგს რომანი ჰქონდა ჩინეთის ჯაშუშთან
ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს შეფი თვეების განმავლობაში რომანტიულ ურთიერთობებში იყო ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ჯაშუშთან - ჯენსენ ჰუანგმა ბოდიშის წერილით უკვე მიმართა კომპანიის დირექტორთა საბჭოს.
ვითარების არსი: ჩინეთის ჯაშუშთან ჰუანგის რომანის შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა მაღალჩინოსნების ვიწრო წრემ მიმდინარე წლის გაზაფხულზე სადაზვერვო უწყებებისგან მიიღო.
- საუბარია Nvidia-ს ერთ-ერთ სინგაპურული პარტნიორის (Megaspeed) მენეჯერზე, ალის ჰუანგზე - წყვილის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა.
- ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ამის შესახებ ჩინეთში დონალდ ტრამპის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე გაიგეს - ჯენსენ ჰუანგი ამერიკული დელეგაციის წევრი იყო.
ჩაშლილად: დელავერის დემოკრატი სენატორის, კრის კუნსის თქმით, რომელიც ახალ სენატში საგარეო საკითხების კომიტეტს უხელმძღვანელებს უკვე დააანონსა საგამოძიებო კომიტეტის შექმნა.
- კუნსის თქმით, კომიტეტი გამოიძიებს "ტრამპის ადმინისტრაციის არანორმალურ ურთიერთობებს ჩინეთის ჯაშუშებთან და ტექ-მილიარდერებთან."
- საყურადღებოა, რომ ამერიკის სახელმწიფო უწყებები თვეების განმავლობაში იძიებდნენ Megaspeed-ის საქმიანობას და მას ე.წ. ჩიპების აქტის დარღვევაში და ჩინეთისთვის მოწინავე ჩიპების მიწოდებაში ადანაშაულებდნენ.
- ჯენსენ ჰუანგი უკვე დაიბარეს კონგრესის ჩინეთისა და საგარეო საკითხთა კომიტეტის დახურულ სხდომაზე.
დიდი სურათი: ჯენსენ ჰუანგის მიმართ ამერიკის სახელმწიფო უწყებების ყურადღება უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ჩინეთს შორის ხელოვნური ინტელექტის სფეროში კონკურენცია უფრო ინტენსიური გახდა. აშშ სულ უფრო მეტად წუხს ჩინეთის შესაძლებლობაზე, მიიღოს ისეთი მოწინავე ჩიპები, რომლებიც დააჩქარებს მისი სამხედრო მოდერნიზაციის პროცესს.
- განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჰუანგი ის იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელიც ჩინეთისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ლობირებდა.
კონტექსტი: გასულ საათებში ჰუანგმა ბოდიშის წერილით მიმართა კომპანიის დირექტორთა საბჭოს - "მე ბოდიშის მოხდა მმართებს და ვიცი, რომ ჩადენილს ვერ გამოვასწორებ, მაგრამ ჩვენი ოჯახი დროთა განმავლობაში განიკურნება და შევძლებ ნდობის დაბრუნებას"- ნათქვამი წერილში.
- ჰუანგის წერილს წინ უძღოდა საბჭოს განცხადება შიდა გამოძიების დაწყების შესახებ.
- სკანდალს უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ ჰუანგი არ უნდა წავიდეს თანამდებობიდან.
- Nvidia დაახლოებით 4 ტრილიონი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უმსხვილესი კერძო კომპანიების სიის სათავეშია.