უკრაინის უშიშროების სამსახურმა ოკუპანტების სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა, სადაც ამბობენ, რომ კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგური რუსულმა დივერსიულმა ჯგუფმა ააფეთქა.
სპეცსამსაურის განცხადებით, რუსებს კაშხლის აფეთქებით უკრაინის დაშანტაჟება სურდათ.
"იქ ეს მათ (უკრაინა - რედ.) არ გაუკეთებიათ. ჩვენი დივერსიული ჯგუფი იყო. ამ კაშხლით მათი შეშინება სურდათ. ეს არ წავიდა გეგმის მიხედვით, აფეთქება იმაზე ძლიერი იყო, ვიდრე დაგეგმეს," - ამბობს რუსი სამხედრო.
გარდა ამისა, ოკუპანტი ამ კატასტროფის შედეგებს აღწერს: წყლის დონის მატება, ტერიტორიების დატბორვა და განადგურება.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო - 438-ე მუხლი (ომის კანონებისა და წესების დარღვევა) და 441-ე მუხლი (ეკოციდი).