17:07 | 03 აპრილი, 2026
პუტინმა სტრატეგიული შეკავების ბირთვული დანაყოფები მზადყოფნაზე გადაიყვანა
ვლადიმირ პუტინმა ამის შესახებ გენშტაბის უფროსთან და თავდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"ნატოს წევრი სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირები რუსეთთან მიმართებით აგრესიული გამოთქმების უფლებას აძლევენ თავს. ამიტომ ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და გენშტაბის უფროსს, რუსეთის არმიის შეკავების ძალები გადავიყვანოთ საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე", - თქვა პუტინმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გამოქვეყნებული ცნობარის მიხედვით, სტრატეგიული შეკავების ძალები რუსული არმიის ძირითად ბირთვს წარმოადგენს, აქ შედის სტრატეგიული შემტევი და თავდაცვითი დანაყოფებიც.
სტრატეგიული თავდაცვითი და შემტევი ძალების ბირთვს კი თავის მხრივ, რუსეთის ბირთვული შეიარაღება წარმოადგენს, რაშიც სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო დანაყოფებიც შედის.