მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

16:03 | 27 აგვისტო, 2026 — რუსეთი

რუსეთი ლონდონს უკრაინის მიერ ბრიტანული იარაღის გამოყენების გამო დარტყმებით ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ბრიტანული შეიარაღებით განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ, მოსკოვის სამიზნე შესაძლოა დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი სამხედრო ობიექტი გახდეს, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მოსკოვი ლონდონს კონფლიქტის მიზანმიმართულ ესკალაციაში ადანაშაულებს.

რას ამბობენ: "არაერთხელ გაგვიფრთხილებია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ბრიტანული იარაღით დარტყმების პასუხად სამიზნე შესაძლოა ბრიტანეთის ნებისმიერი სამხედრო ობიექტი და ტექნიკა გახდეს უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ", - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

  • ზახაროვას მტკიცებით, უკრაინისთვის რაკეტების ასაწყობად საჭირო ნახაზების გადაცემით ლონდონი და პარიზი რუსეთის სიღრმეში დარტყმებზე პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობენ, თუმცა დასავლეთის დედაქალაქები "პირდაპირ პასუხისმგებლობას ატარებენ".

  • პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მანამდე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი "ამ ომში კიევის რეჟიმის მხარეს პირდაპირ მონაწილეობს" და რეგულარულად "ასხამს ნავთს ცეცხლზე".

კონტექსტი: 24 აგვისტოს კიევში ვიზიტისას ბრიტანულმა მხარემ უკრაინას ინგლისურ-ფრანგული ფრთოსანი რაკეტების, Storm Shadow-ს (იგივე SCALP) კომპონენტების ნახაზები გადასცა, რათა კიევმა საკუთარი წარმოება ააწყოს.

  • მსგავსი შეთანხმება უკრაინასთან ივლისში საფრანგეთმაც გააფორმა.
  • The Times-ის ინფორმაციით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინამ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის პირველად გამოიყენა ორი ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული დრონები.

  • ვლადიმირ პუტინმა მანამდე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, იარაღი გამოიყენოს იმ ქვეყნების ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას საკუთარი შეიარაღებით რუსულ სამიზნეებზე დარტყმის ნებას რთავენ.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე