ახალი ამბები

14:26 | 18 აგვისტო, 2026 — რუსეთი

რუსეთში დევნიან პირებს, რომლებმაც საწვავის საკითხზე საგამოძიებო კომიტეტს მიმართეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი

ვოლგოგრადში აჯარიმებენ და აპატიმრებენ მოქალაქეებს, რომლებმაც საწვავის დეფიციტის თაობაზე საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბასტრიკინს კოლექტიური განცხადებით მიმართეს.

ამის შესახებ სასამართლოს ოქმებზე დაყრდნობით გამოცემა "მედიაზონა" წერს.  

ვითარების არსი: ვოლგოგრადის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ 13 აგვისტოს ტატიანა სმეტანკო მასობრივ აქციაში მონაწილეობის ოქმის საფუძველზე 10 000 რუბლით დააჯარიმა.

  • გარდა ამისა დაკავებულია კოლექტიური მიმართვის კიდევ ერთი ხელმომწერი - იურისტი ალექსეი სევასტიანოვი, რომელსაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის საბაბით ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა.
  • მასზეც, ისევე როგორც ტატიანა სმეტანკოზე, შედგა ოქმი მასობრივ აქციაში მონაწილეობის შესახებ, თუმცა ვოლგოგრადის სასამართლომ მისი განხილვაზე უარი თქვა და საქმის მასალები ქალაქ ვოლჟსკიში გადააგზავნა, სადაც სევასტიანოვი დაიბადა.
  • ასევე სასამართლოში დაიბარეს კიდევ ორი ხელმომწერი, მათთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.

კონტექსტი: 16 ივლისს, როკოსოვსკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან, ვოლგოგრადის ხუთმა მცხოვრებმა საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ბასტრიკინის სახელზე საწვავის დეფიციტთან დაკავშირებით კოლექტიური ვიდეომიმართვა ჩაწერა.

  • ვიდეოში მოქალაქეები საწვავის უსამართლო განაწილების შესახებ ლაპარაკობდნენ.
  • "ჩვენთან ადმინისტრაცია საწვავის ბარათებით ავზს ბოლომდე ავსებს, ხოლო ქალაქის მოსახლეობას ხშირად უბრალოდ უარს ეუბნება. - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე მიმართვაში.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე