დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:56 | 09 ოქტომბერი, 2026 — რუსეთი

რუსული პროპაგანდისტული არხის, „Рыбарь“-ის დამფუძნებელი მონტენეგროში დააკავეს

პარასკევს, 9 ოქტომბერს, მონტენეგროს პოლიციამ და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ ქალაქ რისანში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული პროპაგანდისტული პლატფორმის, "Рыбарь"-ის დამფუძნებელი მიხეილ ზვინჩუკი, მისი ცოლი და პროექტის 3 თანამშრომელი დააკავეს.

ვითარების არსი: ადგილობრივი გამოცემა Vijesti-ს ცნობით, ერთობლივი სპეცოპერაცია "ჰიბრიდულ საქმიანობასთან დაპირისპირების" ფარგლებში ჩატარდა, რაც უშუალოდ უკავშირდება კრემლის პროპაგანდის გავრცელებასა და უცხოური საინფორმაციო გავლენის ოპერაციებს.

  • დაკავების ფაქტი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა, მილოიკო სპაიჩმაც დაადასტურა: "სახელმწიფო ინსტიტუტები ასრულებენ თავიანთ სამუშაოს. მონტენეგრო იცავს საკუთარ ინტერესებს და ჩვენს ევროპულ მომავალს საფრთხეს ვერავინ შეუქმნის".

რას ამბობენ რუსეთში: დაკავება თავად Z-არხმაც დაადასტურა.

  • მათი მტკიცებით, ზვინჩუკი და მისი კოლეგები ქვეყანაში ლეგალურად იმყოფებოდნენ და დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავდნენ.
  • Vijesti-ს ცნობით, ფილმი მონტენეგროს მიერ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან დაახლოების შედეგებს უნდა შეხებოდა.
  • საქმის მოსაგვარებლად პროცესში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩო არიან ჩართულნი.

კონტექსტი: 2024 წელს აშშ-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული Telegram-არხის, "Рыбарь"-ის, დამფუძნებლებისა და მასთან დაკავშირებული პირების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 10 მილიონ დოლარამდე ჯილდო დააწესა.

  • გადაწყვეტილება უკავშირდებოდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევას.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე