ახალი ამბები

01:08 | 22 თებერვალი, 2022

საფრანგეთის და რუსეთის საგარეო მინისტრები პარიზში შეხვდებიან

25 თებერვალს, პარასკევს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანისა და სერგეი ლავროვის შორის შეხვედრა გაიმართება.

ორი ქვეყნის წარმომადგენელი ერთმანეთს პარიზში შეხვდება და როგორც მედია იუწყება, განხილვის მთავარი საკითხი აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა იქნება. 

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის იდეა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რუსეთის პრეზიდენტმა  ემანუელ მაკრონთან სატელფონო საუბარი გამართა. საფრანგეთი, ამ "სამიტის" ორგანიზატორად მიიჩნევა და პარიზში ლავროვის ვიზიტიც, მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას ემსახურება. 


ასევე ნახე