დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

14:40 | 21 ოქტომბერი, 2026 — საფრანგეთი

საფრანგეთში აქციების ფონზე ლე პენის რეიტინგი იზრდება - Ifop-ის კვლევა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე კანდიდატის, მარინ ლე პენის მხარდაჭერა საპროტესტო აქციების ფონზე გაიზარდა.

ვითარების არსი: Ifop-Fiducial-ის კვლევის თანახმად, სხვადასხვა სცენარში მარინ ლე პენი პირველ ტურში ხმათა 34%-38%-ს აგროვებს და მეორე ადგილზე მყოფ კანდიდატს 18-22%-ით უსწრებს.

  • თუმცა, გამოკითხვის თანახმად, მეორე ადგილისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
  • ულტრამემარცხენე კანდიდატი ჟან-ლუკ მელანშონი მეორე ადგილს იკავებს ყველა სცენარით (ხმათა 15%-დან 20%-მდე), თუმცა მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფ კანდიდატებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა.

სტრიქონებს შორის: სოციალისტების კანდიდატის, რაფაელ გლუკსმანის მხარდაჭერა 12%-დან 16%-მდეა და რამდენიმე მათგანში ედუარ ფილიპის და მისი მხარდაჭერა თანაბარია ან უსწრებს კიდეც.

  • საფრანგეთის ყოფილი პრემიერისა და მაკრონის ბლოკის ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატის, ედუარ ფილიპის მხარდაჭერა 15%-ია. ხოლო თუ ცენტრისტული ბლოკის კანდიდატი გაბრიელ ატალი იქნება, ის 13%-ს მიიღებს.
  • მემარჯვენე კანდიდატებს შორის "რესპუბლიკელების" წარმომადგენელი ბრიუნო რეტაიო 5%-დან 7.5%-მდე მიიღებს. 

დიდი სურათი: მეორე ტურში მარინ ლე პენი ყველა შესაძლო კონკურენტს ამარცხებს. მისთვის ყველაზე რთული მეტოქე ედუარ ფილიპი იქნება, რომელთანაც 56%-ით გაიმარჯვებდა 44%-ის წინააღმდეგ.

  • ლე პენის წინააღმდეგ მეორე ტურში რაფაელ გლუკსმანი 43%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს, გაბრიელ ატალი - 42% და ჟან-ლუკ მელანშონი - 32%.
  • საფრანგეთში რამდენიმე დღეა მასშტაბური აქციები მიმდინარეობს, რომელიც ზოგიერთ ქალაქში ძალადობაში გადაიზარდა.
  • პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დემონსტრანტების ძალადობა მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც მასშტაბური აქციებისას ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გადაწვეს შენობები, გაძარცვეს და გაანადგურეს ასობით მაღაზია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 2 400 ადამიანი დააკავეს.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე