13:27 | 27 აგვისტო, 2026 — რუსეთი
"სამუშაო ფორმატი" - ნარიშკინმა ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა დაადასტურა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელ ჯონ რეტკლიფთან „სადაზვერვო სამსახურების კომპეტენციაში შემავალი მთელი რიგი საკითხები“ განიხილა.
ვითარების არსი: ნარიშკინს არ დაუკონკრეტებია, რა თემებზე ისაუბრა რეტკლიფთან, რომელიც სამშაბათს გასაიდუმლოებული ვიზიტით მოსკოვს ეწვია.
- "შეხვედრა შედგა, თუმცა ამაში უჩვეულო არაფერია. სპეცსამსახურების პრაქტიკაში ხელმძღვანელთა პირისპირ თუ ონლაინ შეხვედრები ჩვენი მუშაობის შემადგენელი ნაწილია. ჯონ რეტკლიფთან შემდგარი შეხვედრა სამუშაო ფორმატი იყო", - განაცხადა ნარიშკინმა.
- მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა CIA-ის დირექტორის ვიზიტს "თითქმის რუტინული" უწოდა: "ეს არის ერთგვარი ნახევრად რუტინული პროცედურა. ვწუხვარ, თუ ხალხს იმედი გაუცრუვდა. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინასთან ომი დასრულდეს".
- კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა კონტაქტი: "მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სპეცსამსახურების ხაზით კონტაქტი შედგა. რუსეთის პრეზიდენტთან რაიმე შეხვედრა არ გამართულა და ეს არის ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია".
კონტექსტი: გამოცემების, Wall Street Journal-ისა და Politico-ს წყაროები ამტკიცებენ, რომ მოსკოვში CIA-ის ხელმძღვანელთან გამართულ მოლაპარაკებებზე საუბარი კონკრეტულად შეეხო ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ "ესკალაციური ქმედებების" დაუშვებლობას.
- გამოცემების ცნობით, ამერიკულმა მხარემ ასევე მკაფიოდ დააყენა მოთხოვნა, რომ რუსეთმა ირანის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა შეწყვიტოს