ახალი ამბები

06:33 | 03 აპრილი, 2026 — სენეგალი

სენეგალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

8 იანვარს, სენეგალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და 87 დაშავდა. დასავლეთ აფრიკის ამ ქვეყნის პრეზიდენტმა მაკი სალმა Twitter-ზე დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა, დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა და 9 იანვრიდან სენეგალში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ხელისუფლების ცნობით, N1 გზატკეცილზე ორი ავტობუსი, რომლებშიც 70-მდე მგზავრი იმყოფებოდა, ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის მიზეზი ის იყო, რომ ერთ-ერთ ავტობუსს საბურავი გაუსკდა, რის შედეგადაც იგი შემხვედრ ზოლში გადავიდა.

სააგენტო AFP აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები სენეგალში გავრცელებული პრობლემაა, რასაც გზების ცუდი მდგომარეობა, ასევე მოსახლეობაში მანქანების არადამაკმაყოფილებელი კონდიცია იწვევს.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე