დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:18 | 27 ოქტომბერი, 2026 — სერბეთი

სერბეთის საზმაუმ ვუჩიჩის მმართველობის დროს "ბევრი რამის დამალვისთვის" ბოდიში მოიხადა

სერბეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაყურებელს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ "ბევრ რამეს მალავდა", ვიდრე ვუჩიჩი ხელისუფლებაში იყო.

ვითარების არსი: სერბულმა საზოგადოებრივმა ტელეარხმა RTV (ვოევოდინის რადიო და ტელევიზია) პირდაპირ ეთერში მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

  • RTV-ს საინფორმაციო გამოშვებაში აჩვენეს სერბეთის მოსახლეობის მიერ არჩევნების შემდეგ მოწყობილი ზეიმის კადრები, რის შემდეგაც წამყვანმა გორან ერორმა განმარტა, რომ ნაჩვენები კადრები მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც RTV-მ მაყურებელს წინა ღამით არ აჩვენა.
  • "საზოგადოებრივი მაუწყებელი წლების განმავლობაში არ ასრულებდა თავის ფუნქციას. პრობლემებზე დუმდნენ, ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდნენ, ინფორმაცია ცალმხრივად მიეწოდებოდა, მოვლენების გაშუქება არაკრიტიკული იყო, არ სვამდნენ საჭირო კითხვებს ან საერთოდ არ სვამდნენ კითხვებს. და ამის გამო მაყურებელს ბოდიში უნდა მოვუხადოთ". - განაცხადა ერორმა პირდაპირ ეთერში.

კონტექსტი: 25 ოქტომბერს სერბეთში პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვითაც, ალექსანდარ ვუჩიჩის პარტიამ, რომელიც ხელისუფლებაში 2014 წლიდან იმყოფებოდა (თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა, შემდეგ კი პრეზიდენტი გახდა), მოძრაობა "სტუდენტურ სიასთან" წააგო.

  • სერბეთის მსგავსად, უნგრეთში, 2026 წლის გაზაფხულზე, ვიქტორ ორბანის არჩევნებში მარცხის შემდეგ, რომელიც ხელისუფლებაში 16 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, მედიებმა საჯაროდ მოუხადეს მაყურებელს ბოდიში სიცრუისა და იმისთვის, რომ "ამას მთელი ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ".
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე