ახალი ამბები

11:22 | 10 ივლისი, 2026 — შავი ზღვა

შავ ზღვაში ჩაძირულ ტანკერებზე დამონტაჟებულმა დამცავმა კონსტრუქციებმა გაჟონა

თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები მოწმობს, რომ შავ ზღვაში, ქერჩის სრუტეში 2024 წლის დეკემბერში ჩაძირული ტანკერიდან "ვოლგონეფტ-239" ნავთობის გაჟონვა განახლდა.

ზღვის დაბინძურება გაგრძელდა მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ჩაძირულ ტანკერებზე დამცავი კონსტრუქციების დამონტაჟების სამუშაოები დასრულდა.

ვითარების არსი: "ვოლგონეფტ-239"-დან ნავთობპროდუქტების გაჟონვა გრძელდებოდა. ამას ადასტურებს კოსმოსური აპარატის, Sentinel-1-ის მიერ 6 ივლისს გადაღებული რადიოლოკაციური ფოტო და თანამგზავრ Sentinel-2-ისა და კომპანია Planet-ის მიერ 1 ივლისს გადაღებული ოპტიკური ფოტოები, რომლებიც ხუთშაბათს მონიტორინგის ტელეგრამ-არხმა Sky Eye-მ გამოაქვეყნა.

  • "ჩაძირული ტანკერებიდან გაჟონვა წელიწადში რამდენჯერმე ხდება". - განუცხადა გამოცემა "აგენტსტვოს" ორგანიზაცია "ეკოზაშიტა!"-ს თანათავმჯდომარემ ვლადიმერ სლივიაკმა.
  • მისი თქმით, ტანკერიდან "ვოლგონეფტ-239" ნავთობპროდუქტები ზღვაში მთელი ივნისის განმავლობაში იღვრებოდა.
  • ამ მოსაზრებას ეთანხმება ომის ეკოლოგიაზე გავლენის შემფასებელი სამუშაო ჯგუფის (Ukraine War Environmental Consequences Work Group) თანამშრომელი ევგენი სიმონოვი.
  • თანამგზავრული ფოტოების მიხედვით, ზღვაში შესაძლოა რამდენიმე ათეული კილოგრამი მაზუთი იყოს ჩაღვრილი.

ფართო სურათი: ივლისის დასაწყისში ნოვოროსიისკის მცხოვრებლები ჩიოდნენ მაზუთის წვრილ ლაქებზე, რომლებიც ზღვაში ბანაობის შემდეგ სხეულზე და ტანსაცმელზე ჩნდებოდა.

  • ეს ჩივილები შესაძლოა ჩაძირული ტანკერებიდან გაჟონვას უკავშირდებოდეს. თუმცა, ექსპერტების აზრით, ნოვოროსიისკში დაბინძურებას შესაძლოა სხვა წყაროებიც ჰქონდეს.
  • ეკოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ გაჟონვა შესაძლოა შავ ზღვაში წყლის ტემპერატურის მატებას უკავშირდებოდეს. გაცხელებისას მაზუთი ხუთჯერ უფრო მეტად ფართოვდება, ვიდრე წყალი და ფოლადი, რის გამოც ის ტანკერების ფოლადის რეზერვუარებიდან გარეთ გამოდის.
  • გაჟონვის განახლება შესაძლოა ჩაძირული ტანკერიდან მაზუთის ამოტუმბვის მცდელობებსაც გამოეწვია.

წინარე ისტორია: ზამთარში "როსმორრეჩფლოტმა" ანგარიში წარადგინა იმის შესახებ, რომ ჩაძირულ ტანკერებზე დამცავი კონსტრუქციები (ე.წ. სარკოფაგები) დამონტაჟდა.

  • თითოეული მათგანის ზომაა 78 x 28 x 20 მეტრია, რაც დაახლოებით ხუთსართულიანი სახლის გაბარიტებს უტოლდება. კომპანიის მტკიცებით, კონსტრუქციებს ჰერმეტულობის მაღალი ხარისხი ჰქონდათ.
  • ნამსხვრევების ირგვლივ დამონტაჟებული დამცავი კონსტრუქციების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი, რადგან სამთავრობო კომისიამ მათ შესახებ ანგარიშების გამოქვეყნება შეწყვიტა.
  • მაისის ბოლოდან ეკოლოგები თანამგზავრული ფოტოების მეშვეობით აფიქსირებენ გაჟონვას ტანკერ Aqua Live-დან, რომელიც დაბა ვოლნას მოპირდაპირედ არის ღუზაზე დამდგარი.
  • მიმდებარე ტერიტორიაზე დაბინძურების სხვა წყაროებიც არსებობს. ხელისუფლება მათ შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ აქვეყნებს. აპრილში ასევე გამოვლინდა ნავთობის დაღვრა "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერ Sofia-დან.
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე