ისლამური ტერორისტული ორგანიზაცია თალიბანის წევრებმა ქაბულში, მდინარეში სამი ათასი ლიტრი ალკოჰოლი გადაღვარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანეთის დაზვერვის სამსახური ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულია ალკოჰოლით ვაჭრობაში ჩართული 3 ადამიანი.
სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს სამი დაპატიმრებული ადამიანი, რომელთა ირგვლივაც შეიარაღებული თალიბები დგანან.
"მუსლიმებმა სერიოზულად უნდა შეიკავონ თავი ალკოჰოლის წარმოებისა და რეალიზაციისგან," - ნათქვამია თალიბანის განცხადებაში.
ოპერაციის ჩატარების თარიღი და ადგილი უცნობია.