დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

18:07 | 08 ოქტომბერი, 2026 — აშშ-სა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ

ტრამპი დროს არჩევს - ამერიკელ სამხედროებს ირანზე შესაძლო დარტყმებისთვის მზადყოფნა დაავალეს

პენტაგონმა ცენტრალურ სარდლობას დაავალა დაასრულოს მომზადების პროცესი ირანის წინააღმდეგ შესაძლო მასშტაბური დარტყმების განახლებისთვის. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს - წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და შესაფერის მომენტს ელოდება. 

  • ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი საჰაერო დარტყმების განახლების თარიღიც - გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ეს შესაძლოა ამერიკაში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებამდეც მოხდეს, რომელიც 3 ნოემბერსაა ჩანიშნული. 

  • კამპანიის განახლება შესაძლოა ასევე დაემთხვეს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 27 ოქტომბერს ჩატარდება. 

ჩაშლილად: იმავე წყაროს ცნობით, საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში ამერიკელთა მთავარი სამიზნე ირანის ენერგეტიკული და ბირთვული ინფრასტრუქტურა იქნება. 

  • ცოტა ხნით ადრე გამოცემა Atlantic საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ადმინისტრაცია განიხილავს დარტყმების განახლებას შუალედურ არჩევნებამდე - მათი წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ამგვარმა ზომებმა შესაძლოა გააუმჯობესოს რესპუბლიკური პარტიის შედეგები. 

დიდი სურათი: სწორედ ირანთან დაპირისპირება იყო ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მაღალჩინოსნების შეხვედრის მთავარი თემა გასულ პარასკევს, რომელიც კემპ დევიდის რეზიდენციაში გაიმართა. 

  • Axios:-ის წყაროს ცნობით, ჩიხში შესული მოლაპარაკებების ფონზე ირანის წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმების განახლების შანსი გასულ კვირებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ეს შუალედურ არჩევნებამდე მოხდეს - მისივე თქმით, საომარი მოქმედებების განახლების ალბათობა მკვეთრად გაიზრდება არჩევნების შემდეგ. 

  • ამ ფონზე გასულ დღეებში ტრამპსა და ისრაელის პრემიერ, ბიბი ნეთანიაჰუს შორის 2 სატელეფონო საუბარი შედგა, ისრაელის ლიდერი ესაუბრა სახელმწიფო მდივან რუბიოსაც. 

  • წყაროების ცნობით, საომარი მოქმედებების განახლება პოლიტიკურად შესაძლოა მომგებიანი იყოს ნეთანიაჰუსთვისაც, რომელსაც თვის მიწურულს მძიმე არჩევნები აქვს - ომის განახლების შემთხვევაში ნეთანიაჰუს  ოპონენტებს გაურთულდებათ მისი გაკრიტიკება კამპანიის გადამწყვეტ დღეებში. 

კონტექსტი: ისრაელური წყაროების ცნობით, ირანის რეჟიმი პარანოიდულ და სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რამაც მათ შესაძლოა მოქმედებისკენ უბიძგოს. 

  • "ირანელებმა უკვე განიცადეს 2 მოულოდნელი შეტევა, მათ აღარ სურთ მესამე"- ამბობს წყარო. 

ასევე ნახე