დაეხმარე რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:17 | 16 ოქტომბერი, 2026 — უკრაინა

ტრამპი ზელენსკის აკრიტიკებს: მას მოლაპარაკება არ სურს

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საქმიანი ურთიერთობა არ სურს, რადგან თვლის, რომ მას რუსეთთან მოლაპარაკება არ უნდა, ხოლო რუსეთის უკრაინაში შეჭრის დასაწყისში კიევზე იერიშის მოგერიებას გამართლება უწოდა.

ვითარების არსი: ტრამპი ტელეკომპანია Newsmax-სთან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკი "არ არის ის ადამიანი, ვისთანაც საქმე უნდა გვქონდეს." მან განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება, თუკი ის საერთოდ დაიდება, უკვე უკრაინის მოქმედი ლიდერის მონაწილეობის გარეშე მიიღწევა.

  • "მას მოლაპარაკება არ სურს. ამბობს, რომ შეთანხმება სურს, მაგრამ ეს ასე არ არის. არა, მე ზელენსკის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ," - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
  • ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ომის პირველი მიზეზი ბარაკ ობამას პრეზიდენტობა იყო, რომლის დროსაც უკრაინას თითქოს "ყირიმის დათმობა აიძულეს." მან დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულს "მიწის ყველაზე ლამაზი ნაკვეთი" უწოდა, რომელიც ოთხივე მხრიდან ოკეანით არის გარშემორტყმული.
  • "ყირიმი, ეჭვგარეშეა, უკრაინის ყველაზე ღირებული ნაწილია. ოთხივე მხრიდან ოკეანეა. სწორედ ასეა. მიწის ყველაზე ლამაზი ნაკვეთი. მე დეველოპერი ვარ. მე ვიცი... ნამდვილად ვერკვევი კარგი მიწის ფასში," - განაცხადა ტრამპმა.

სტრიქონებს შორის: ინტერვიუში ტრამპმა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს სირცხვილი უწოდა.

  • "მე მინდა, რომ ზელენსკი გაჩერდეს, და იგივეს ველი პუტინისგანაც. ახლა, თუ მეუბნებით, რომ ზელენსკი კვლავ ახორციელებს დარტყმებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ერთადერთი, რასაც ის ამით აღწევს - ნავთობზე მსოფლიო ფასების გაზრდაა. მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ სირცხვილია." - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
  • გარდა ამისა, 2022 წელს კიევზე რუსების შეტევის დამარცხება მან ამინდს დააბრალა.
  • "მაშინ ვარაუდობდნენ, რომ ეს იქნებოდა ძალიან სწრაფი, იცით, ძალიან სწრაფი ომი. და თუ გახსოვთ, ტანკები რომ მოძრაობდნენ ტრასაზე პირდაპირ კიევისკენ, გენერალს, რომელიც, როგორც ჩანს, არც ისე კარგი გენერალი იყო, მარჯვნივ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისკენ რომ არ გადაეხვია, რომლებიც კიევში ძლიერი წვიმების გამო სულ ტალახში იყო ჩაფლული... ასე რომ მათ (უკრაინელებს - რედ.) ალბათ... არ ვიცი, შეიძლება თუ არა ამას გამართლება ვუწოდოთ თუ არა, გულახდილად რომ ვთქვა." - ხაზი გაუსვა მან.

დიდი სურათი: ტრამპის აზრით, ზელენსკი დათმობებზე უნდა წავიდეს პუტინთან, რადგან მოსკოვს გამოფიტვის ომში გაცილებით დიდი სამობილიზაციო რესურსი აქვს.

  • "სიმართლე ისაა, რომ რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და რუსეთს შეუძლია დაკარგოს მილიონი ადამიანი, მათ უკან კი კიდევ მრავალი მილიონი დგას," - განაცხადა ტრამპმა.
  • 2024 წლის ივნისში ვლადიმერ პუტინმა ნებისმიერი მოლაპარაკების წინაპირობად ულტიმატუმი წამოაყენა: უკრაინული ჯარების სრული გაყვანა ოთხი ოლქიდან - დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის, მათ შორის იმ ტერიტორიებიდანაც, რომლებსაც რუსული ჯარები არასდროს აკონტროლებდნენ.
  • თავის მხრივ, ტრამპის ადმინისტრაცია არაერთხელ, საჯაროდაც და თავის ასე წოდებულ სამშვიდობო გეგმებშიც, მოუწოდებდა კიევს, დათანხმებულიყო ტერიტორიულ დათმობებს კრემლის სასარგებლოდ და უარი ეთქვა ნატოში გაწევრიანების სურვილზე.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე