20:34 | 14 სექტემბერი, 2026 — რუსეთ-უკრაინისს ომი
ტრამპის თქმით, უკრაინა და რუსეთი დათანხმდნენ შეწყვიტონ დარტყმები ენერგო ობიექტებზე
დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთი და უკრაინა დათანხმდნენ შეწყვიტონ დარტყმები ენერგეტიკულ ობიექტებზე - უკრაინაში ამბობენ, რომ ჯერ კონკრეტიკას ელოდებიან და თანახმა არიან შეწყვიტონ დარტყმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
ვითარების არსი: შეთანხმების შესახებ ამერიკელი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში (Truth) წერს.
- "უკრაინა დათანხმდა არ მიიტანოს დარტყმები რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე. რუსეთის თანახმაა ამაზე"- წერს ტრამპი - მისი თქმით, დიზელის ტიპის საწვავზე საერთაშორისო ფასების ზრდა სწორედ უკრაინული დარტყმებითაა განპირობებული და არა ირანთან მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებით.
- ამერიკელი პრეზიდენტის დღევანდელ პოსტს წინ უძღოდა მისი გუშინდელი კომენტარი, რომელშიც ამბობდა, რომ "ზელენსკის უნდა შეეწყვიტა დარტყმები რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე."
ჩაშლილად: ტრამპის პოსტს უკვე გამოეხმაურა უკრაინელი პრეზიდენტი - მისი თქმით, კიევი ჯერჯერობით პარტნიორებისგან კონკრეტისგან ელოდება.
- "უკრაინამ პარტნიორებს შესთავაზა შეთანხმება, რომელიც დაასრულებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას"- წერს ზელენსკი და დასძენს, რომ კიევში არ არიან დარწმუნებულები, რომ მოსკოვი დაიცავს შეთანხმებას.
- "მსგავსი შეთანხმებები უნდა იყოს საიმედო და არ უნდა ჩაიშალოს მას შემდეგ რაც რუსეთში საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებენ... ველოდებით კონკრეტიკას პარტნიორებისგან, დე-ესკალაცია კრიტიკული ინფრასტრუქტურაზე დარტყმებთან დაკავშირებით შესაძლოა იყოს პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ"- წერს უკრაინელი პრეზიდენტი.