უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 28 მაისის მდგომარეობით გაანადგურეს დაახლოებით 30 ათასი რუსი ოკუპანტი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ფეისბუქზე ავრცელებს.
ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა 250-მდე რუსი ჯარისკაცის ლიკვიდირება შეძლეს.
რუსული ჯარების სხვა დანაკარგები ასეთია:
- ტანკები - 1330 (+8);
- ჯავშანტექნიკა - 3258 (+12);
- საარტილერიო სისტემები - 628 (+5);
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 203 (+2);
- საჰაერო თავდაცვის სისტემები - 93;
- თვითმფრინავები - 207 (+1);
- ვერტმფრენები - 174 (+4);
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 503;
- ფრთოსანი რაკეტები - 116 (+1);
- გემები / ნავები - 13;
- საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 2226;
- სპეციალური აღჭურვილობა - 48.
"ბოლო დღის განმავლობაში მოწინააღმდეგეს ყველაზე დიდი დანაკარგები ავდეევკასა და კრივოი როგის მიმართულებებზე ჰქონდა. მონაცემები ზუსტდება", - აცხადებენ გენერალურ შტაბში.