უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან დაახლოებით 85 000 ოკუპანტი დაიღუპა. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში 400 რუსი სამხედრო განადგურდა.
გარდა ამისა, უკრაინელებმა გაანადგურეს:
- 2895 ტანკი (+3 ბოლო 24 საათის განმავლობაში);
- 5827 ჯავშანტექნიკა (+5);
- 1882 საარტილერიო სისტემა (+12);
- 395 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (+2);
- საზენიტო სისტემები ‒ 209 (+0),
- თვითმფრინავი – 278 (+0),
- ვერტმფრენები – 261 (+0),
- ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი – 1537 (+0),
- ფრთოსანი რაკეტები ‒ 480 (+0),
- გემები და ნავები ‒ 16 (+0),
- მანქანები და საწვავის ავზები – 4393 (+15),
- სპეციალური აღჭურვილობა ‒ 161 (+0).
უკრაინული მხარის განცხადებით, მტერს ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტისა და ლიმანის მიმართულებით ჰქონდა.