2022 წლის ბოლომდე უკრაინის ჯარები რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმის ტერიტორიაზე უნდა შევიდნენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა 24 მაისს, Українська правда-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"[ომი] დასრულდება მხოლოდ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებით... კარგი, დაე, აღიარონ [რუსებმა ყირიმის ანექსია]. შეიძლება არ აღიარონ, რომ ჩვენ მას დავაბრუნებთ. წელს მაინც უნდა შევიდეთ ყირიმის ტერიტორიაზე", - აღნიშნა ბუდანოვმა.
მისი აზრით, რუსეთს უკრაინასთან ომის დასრულების ორი ვარიანტი აქვს.
"პირველი არის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლა რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის ფორმალურად შენარჩუნებით, ხაზს ვუსვამ - ფორმალურით. ამ ვარიანტით ყველა პირადად დაადანაშაულებს პუტინს და მის ახლო წრეს. ისინი გაიყვანენ ჯარებს მსოფლიოს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან. ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნდება იმ ქვეყნებს, რომლებსაც ისინი პრინციპში ეკუთვნის - საქართველოს, იაპონიას, გერმანიას და ა.შ. რუსეთი დაიწყებს ფუნქციონირებას, როგორც ცივილიზებული სახელმწიფო. ეს იმუშავებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამას მხოლოდ ისტორია გვეტყვის. მეორე ვარიანტია რუსეთის დაყოფა სამ ან მეტ ნაწილად. ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად", - განაცხადა ბუდანოვმა.