მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

11:40 | 16 სექტემბერი, 2026 — რუსეთი

უკრაინის ფრონტზე "რუსეთის გმირის" წოდების მქონე გენერალი გრუნისი მოკლეს

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი მოკვდა.

ამის შესახებ სპეცრაზმ "ახმატის" მეთაურმა, აპტი ალაუდინოვმა განაცხადა. 

ვითარების არსი: ალაუდინოვს რუსი გენერლის სიკვდილის გარემოებები არ დაუკონკრეტებია.

  • "ნამდვილი მამაკაცი, ჭეშმარიტი ოფიცერი და თავისი სამშობლოს დიდი პატრიოტი". - დაწერა ალაუდინოვმა Telegram-ში.

წინარე ისტორია: გრუნისის მეთაურობით, მე-4 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროები კონსტანტინოვკისთვის ბრძოლაში იღებდნენ მონაწილეობას.

  • ივლისის დასაწყისში ანტონ გრუნისმა ვლადიმერ პუტინს "კონსტანტინოვკის აღების" დეტალები მოახსენა.
  • პუტინმა ამ მოვლენას საკვანძო უწოდა მთელ "დნრ"-ზე კონტროლის დასამყარებლად. მან ასევე აღნიშნა, რომ გენერალი გრუნისი - "ლიეტუვური გვარის მქონე ადამიანია, ყაზანში დაიბადა და ბრწყინვალედ იბრძვის".
  • კონსტანტინოვკაზე სრული არც ერთ მხარეს არ აქვს.
  • აგვისტოს ბოლოს გენერალი მამაცობისა და გმირობისთვის მედლით "ოქროს ვარსკვლავი" დააჯილდოეს.
  • გრუნისი მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში ჩეჩნეთში, საქართველოში და სირიაში, ასევე ყირიმის ანექსიაში.

price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე