მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:03 | 15 სექტემბერი, 2026 — რუსეთი

უკრაინული დრონების გამო ვალდაის შეხვედრა სოჭის ნაცვლად პოდმოსკოვიეში ჩატარდება

ვლადიმირ პუტინის საყვარელი ვალდაის კლუბის საშემოდგომო შეხვედრა, რომელიც ტრადიციულად შავიზღვისპირა სოჭიში იმართებოდა, წელს პოდმოსკოვიეში გადაიტანეს - წყაროების ცნობით, მიზეზი უკრაინული დრონებთან დაკავშირებული შიშებია. 

ვითარების არსი: შეხვედრის ჩვეული ადგილის ცვლილების შესახებ ცნობა კლუბის საიტზე განთავსდა. 

  • ბრიტანული Financial Times-ის წყაროების ცნობით, შეხვედრის ადგილის ცვლილებას დაჟინებით ითხოვდა ვლადიმირ პუტინის პირადი დაცვის სამსახური. 

ჩაშლილად: შეხვედრაზე მიწვეულ სტუმრებს ლოკაციის ცვლილების შესახებ აგვისტოში აცნობეს, თუმცა თავდაპირველად მათაც სოჭის მოსაწვევები მიიღეს. 

  • წყაროების ცნობით, კლუბის სხდომის ადგილის შეცვლა მიუთითებს, რომ კრემლში სულ უფრო მეტად ღელავენ, რომ პუტინი შესაძლოა უკრაინული დრონების შეტევის ობიექტი გახდეს. 

კონტექსტი: შავი ზღვის სანაპიროზე ვლადიმირ პუტინი ბოლოს გასული წლის ოქტომბერში, სწორედ ვალდაის კლუბის ფორმატში იმყოფებოდა - 2024-25 წლებში პუტინი სოჭიში 2-ჯერ იმყოფებოდა. 

  • უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, 2015-2021 წლებში პუტინი შავი ზღვის სანაპიროზე გაცილებით უფრო დიდ დროს ატარებდა - საუბარია წლის განმავლობაში 25-40 ვიზიტამდე. 

  • პუტინი ვალდაის კლუბის სხდომის დასკვნით დღეს გამოდის ხოლმე სიტყვით, რასაც როგორც წესი კითხვებზე პასუხის გრძელი სესია მოჰყვება. 
price-tag icon დაკავშირებული თეგები

ასევე ნახე